top of page

ნინი ჭაჭია: როგორ ვქნით ჩვენი ცხოვრების ისტორიას


თავის ტვინს ერთი საინტერესო თვისება აქვს:ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და ჩვენში ხდება ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივად უნდა იყოს დაკავშირებული და მათ შორის ლოგიკური კავშირები უნდა არსებობდეს. თუმცა რიგ შემთხვევებში ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ტვინი მაინც ახერხებს მათში კავშირების მოძებნას. ამ ფენომენს აპოფენია ეწოდება.


შეხედეთ ფოტოებს, რას ხედავთ?


შეხედეთ ფოტოებს, რას ხედავთ? სავარაუდოდ, აბსტრაქტულ, უცნაურ და უბრალო ფოტოებზე თქვენ სახეებს ხედავთ. ზოგი მათგანი მოწყენილია, ზოგი სასაცილოა და ზოგიც ნამდვილად გაოცებას გამოხატავს. ჩვენ ვუყურებთ საგნებს, რომელთა შორის კავშირი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვქმნით ამ კავშირებს. ეს არის აპოფენია, რომელზეც გესაუბრებით. სინამდვილეში, ჩვენ საკუთარი თავით ვავსებთ სამყაროს, რაც მას გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვუყურებთ რეალობას და საკუთარ თავს ვხედავთ მასში.


ახლა წარმოიდგინეთ რამდენიმე მოვლენა საკუთარი ცხოვრებიდან. თქვენი გამარჯვება კონკურსში, ან ქორწილი, ან პირველი ხელფასი. შეიძლება ჩანდეს, რომ თქვენი ცხოვრება ასეთი ფაქტებისგან შედგება, თუმცა, ფაქტები მხოლოდ წამყვან/მამოძრავებელ წერტილებს წარმოადგენენ. ზუსტად იგივე წერტილებს ვხედავთ ამ სურათებზე. რეალური მნიშვნელობა არის არა ფაქტები ან წერტილები, არამედ ის, თუ რა კავშირებს ვხედავთ მათ შორის. ვიღაცა დაინახავს, ​​რომ ყველა ეს მოვლენა გამოწვეულია ღვთიური განგებით და ბედით, ვიღაცა კი ამაყად იტყვის, რომ მან ყველაფერს თავისით მიაღწია, ხოლო ვიღაც დაინახავს ნეგატიურ ელემენტს თითოეულ ამ მოვლენაში და საკუთარი ცხოვრების ძალიან უსიამოვნო სურათს შექმნის თავის თავში. ფაქტი ერთია, მაგრამ ამბები განსხვავებული.


ჩვენ ვუყურებთ წარსულ მოვლენებს და ვქმნით რაღაც სახის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ვიგონებთ ჩვენი ცხოვრების ამბავს, ვეყრდნობით ინციდენტებს, ჩვენს გრძნობებს, მიგნებებს, ემოციებს და ინტუიციას. ეს ამბავი ხშირ შემთხვევაში არის კარგად დაწერილი, ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით თითქოსდა გამყარებული, მაგრამ სინამდვილეში კი ილუზიაა.


ამ ილუზიას შეუძლია აამაღლოს თქვენი განწყობა, გაამყაროს თქვენი ნებისყოფა და გაგვიჩინოთ სიცოცხლის სიყვარული, ან პირიქით, ჩაგვკეტოთ პატარა, მხოლოდ თქვენი შესაძლებლობებით სავსე საკუთარი ილუზიების ვიწყო ყუთში. თუ ერთხელ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი დიდი ცხვირი ან წონა ხელს გიშლით პარტნიორის პოვნაში, სასიყვარულო ფლანგზე ყველა მომდევნო წარუმატებლობას დიდ ცხვირს ან წონას მიაწერთ. რაც არ უნდა აბსურდული იყოს ეს დასკვნა, გონივრულად გვეჩვენება, რადგან ჩვენ ვართ ქმნილებები, რომლებიც მოგონებების ნაკადში ვცხოვრობთ, მუდმივად ვიგონებთ პერსონაჟს და ზღაპარს, შემდეგ კი საკუთარ თავს ვეუყვებით. ეს ზღაპარი სასაცილოც არის და დამაჯერებელიც, ისევე როგორც სურათები, რომლებშიც სახეებს ვხედავთ.


ვიქტორ ფრანკლს თავის წიგნში "მნიშვნელობის სურვილი" (Viktor Frankl - the will to meaning) მოჰყავს მამაკაცის მაგალითი, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მძიმე დეპრესიაში იმყოფება. ყოველდღე ის იღვიძებს ტანჯვით, რადგანაც ადამიანი, რომელთანაც იგი ბოლო 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, აღარ არის. ის საყვედურობს ბედს და ვერ ეგუება მისი ტვირთის სიმძიმეს. ფრანკლი მას ეკითხება: "რა მოხდებოდა, ექიმო, თუ პირველი მოკვდებოდი და შენი ცოლი გადარჩებოდა?" რაზეც ის უპასუხობს: „იგი ძალიან დიდ გაქცდებში აღმოჩნდებოდა! მისთვის ეს ძალიან რთული იქნებოდა ”. ფრანკლი ამ პასუხის შემდეგ მამაკაცს ეუბნება: "როგორც ხედავთ, ექიმო, მან შეძლო ამ ტანჯვის თავიდან აცილება და თქვენ თავად გადაარჩინეთ იგი, მაგრამ ახლა თქვენ უნდა აიღოთ ცხოვრების ეს ტვირთი, უნდა გლოვობდეთ მას და აიღოთ მისი ტვირთი". მოულოდნელად მოხუცმა თავისი მწუხარება სხვა მხრიდან დაინახა და საკუთარი ტანჯვის და ტკივილისსხვანაირად შეფასება დაიწყო, კაცმა მისი ტანჯვის მშნიშვნელობა დაინახა, შინაარსი დაინახა იმ მსხვერპლისა, რომელიც ცოლის სიყვარულის გამო გაიღო, ტკივილი სიყვარულში გარდაისახა და ტანჯვა მნიშვნელობით შეივსო.


როგორც ხედავთ, ერთმა ფაქტმა შეიძლება წარმოშვას ფუნდამენტურად განსხვავებული ამბები/ისტორიები. ერთი აუტანელია, მძიმე, საშინელი და მარტოობით სავსე, ხოლო მეორე ამაღლებული, სიყვარულითშთაგონებული, ძალებით აღსავსე და თავისუფალი. აქვე ავღნინავ, რომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია შექმნას ასეთი ისტორიები.

2010 წლის კვლევის (1) თანახმად, ცხოვრებისეული მოვლენების გააზრება შეიძლება უფრო ეფექტური იყოს დეპრესიის სამკურნალოდ, ვიდრე ანტიდეპრესანტები, ხოლო 2019 წლის ნაშრომი (2) კი გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც საკუთარ თავზე ამბებს ქმნიან, უფრო ბედნიერი, წარმატებული და შინაარსიანი ცხოვრებით სარგებლობენ. ერთი მაგალითი, რომელიც მკვლევარებმა მოიყვანეს, განმეორებადი გამოჩნდა ბევრ მონაწილეს შორის. საქმე ეხება სამსახურიდან გათავისუფლებას. ბედნიერ ადამიანებს აერთიანებს ის ფაქტი, რომ ისინი ბრუნდებიან წარსულში და ცდილობენ მასში იპოვონ დადებითი მხარე. ვიღაც ხედავს თავის იღბალს იმაში, რომ ახალ სამუშაო ადგილზე შეხვდა ცხოვრების სიყვარულს, ვიღაცა მადლობას უხდის ცხოვრებას მკაცრი გაკვეთილისთვის, რომელიც მას მომავლის რთულ განსაცდელებისათვის ამზადებს და ვიღაცას უხარია ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ადრე არ ჩანდა. მეცნიერები ამ პროცესს "თხრობითი იდენტობის შექმნას" უწოდებენ.


აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სხვადასხვა კვლევების (3) თანახმად მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისეული მოვლენების გააზრება და ინტერპრეტირება: რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას (5), მით უფრო მჭიდრო და ღრმად გააზრებული იქნება ჩვენი ისტორია, შესაბამისად მით უფრო ნათელი და საინტერესო იქნება ჩვენი ცხოვრება (6).

და რაკი ასეა, გთავაზობთ დაწეროთ თქვენი ისტორია. შექმენით ისეთი მონახაზი, რომელიც სავსე იქნება მხიარული ღიმილით და მოციმციმე თვალებით, რომელიც, მიუხედავად ილუზორულობისა, მაინც იწვევდეს თქვენში აღფრთოვანებას, შთაგონებას და ბედნიერებას. შექმენით ისეთი ისტორია, სადაც თითოსსეული წარუმატებლობა აღმოჩნდება ფუნდამენტური სიხარულის ტილოს პატარა ნაწილი.


დაწერეთ თქვენი ცხოვრების ისეთი ისტორია, რომლის მოყოლაც მუდმივად მოგინდებათ სხვებისთვის.


იმედია ეს სტატია თქვენთვის საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდება. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მოკლე ვიდეოს - როგორ მოქმედებენ ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე.



P.S. გამოიწერეთ ჩემი იუთუბის არხი, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დეტალური ვიდეოტრენინგების დახმარებით გაიუმჯობესოთ თქვენი პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები - https://bit.ly/2Ri1JFH


ხოლო, აქტიური კონტაქტისა და კომუნიკაციისათვის იმეგორბეთ ჩემთან ფეისბუქზე - https://www.facebook.com/n.chachia




სტატიაში ნახსენები კვლევები:


(1) The Efficacy of Psychodynamic Psychotherapy


(3) Consistency and stability of narrative coherence: An examination of personal narrative as a domain of adult personality - https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1111/jopy.12377

(4) How stable is the personal past? Stability of most important autobiographical memories and life narratives across eight years in a life span sample. - https://psycnet.apa.org/record/2017-13229-001

(5) The Autobiographical Author Through Time: Examining the Degree of Stability and Change in Redemptive and Contaminated Personal Narratives - https://journals.sagepub.com/doi/abs/10.1177/1948550616644654?journalCode=sppa

Telling better stories: Competence-building narrative themes increase adolescent persistence and academic achievement - https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0022103117304997

249 views
bottom of page