კრიტიკული აზროვნების სკოლის სასკოლო მზაობის პროგრამა - PRESCHOOL
PRESCHOOL – სკოლისთვის მოსამზადებელი პროგრამა 5-6 წლის ბავშვებისთვის.
სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და განვითარებას. პროგრამის აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის შემეცნების, აზროვნების, ყურადღების, აღქმის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ნატიფი და მხსვილი მოტორიკის განვითარებას.
პროგრამის გავლის შემდგომ ბავშვებს უვითარდებათ ის უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში და ზოგადად, ახალ გარემოში ადაპტაციაში. უყალიბდებათ და უვითარდებათ კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, შემოქმედებითი, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, თვითშემეცნების, პრეზენტაციის და პასუხისმგელობის ბაზისური უნარები.
მრავალფეროვანი თამაშები, სავარჯიშოები და ამოცანები ხელს უწყობს დისციპლინის, დამოუკიდებლობის, ემოციური და ქცევითი რეგულირების განვითარებას.
პროგრამა შედგება 2 კურსისაგან - 1. წიგნიერება და შემოქმედება; 2. ლოგიკური აზროვნება;
სასკოლო მზაობის პროგრამა ორიენტირებულია:
· ბავშვის შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე;
· ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე;
· ბავშვის მიერ საკუთარი თავის შემეცნებაზე;
· დისციპლინისა და პაუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე;
· მეტყველების, კომუნიკაციის, პრეზენტაცია-დემონსტრირების განვითარებაზე;
· გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარების განვითარებაზე;
· შემოქმედებითი, წარმოსახვითი უნარების გამომუშავებაზე;
· საკუთარი თავის მართვის უნარის გამომუშავებაზე;
· ახალ და უცხო გარემოში ადაპტაციის უნარის გამომუშავებაზე;
სასკოლო მზაობის პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ორივე კურსის გავლით, ასევე სათითაოდ (თითოეული კურსის აღწერა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ - შაბათს;
პროგრამა მოიცავს 38 შეხვედრას (სექტემბერი - ივნისი);
ხანგრძლივობა - 2.5 საათი;
ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - 10 მონაწილე;
ფასი - ერთი თვე (4 შეხვედრა) – 185 ლარი;
და-ძმების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;
პანდემიის გათვალისწინებით პროგრამა ადაპრიტებულია როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სწავლებისათვის. ონლაინ სწავლების შემთხვევაში მეცადინეობები ჩატარდება ზუმის მეშვეობით და ბავშვებს კვირაში 1-ხელ მიეწოდებათ პროგრამის მასალები.
პროგრამის დაწყებამდე და დასრულებისას მოხდება ბავშვების უნარების შეფასება. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და შეფასების დამადასტურებელი ფორმა;
სასკოლო მზაობის კურსი - PRESCHOOL: წიგნიერება და შემოქმედება
ანდაზები, გამოცანები, სხვადასხვა ნაწარმოებების კითხვა, განხლვა და მსჯელობა. მიზნობრივი და შემოქმედებითი თამაშები,
კურსი ემსახურება არა მხოლოდ ზოგადი განათლების მიწოდებას, არამედ ბავშებში ცნობისმოყვარეობის, ინტერესის აღძვრასა და ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:
· ანალიტიკური უნარები;
· წარმოსახვის უნარი;
· მსჯელობის უნარი;
· გუნდური მუშაობა;
· თვითპრეზენტაციის, საკუთარი პოზიციის პრეზენტაციის უნარი;
· კომუნიკაციის, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
· კრიტიკული აზროვნების უნარი;
· შემოქმედებითი მიდგომების აღმოჩენისა და გამოყენების უნარი.
მრავალფეროვანი ტექსტები, სავარჯიშოები და დავალებები ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ლექსიკის გამდიდრებას, ფანტაზიის უნარის, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას და რაც მთავარია, წიგნების კითხვის და სამყაროს შემეცნების სიყვარულს.
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ - შაბათს;
პროგრამა მოიცავს 38 შეხვედრას;
ხანგრძლივობა - 1 საათი და 15 წუთი
;
ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - 10 მონაწილე;
ფასი - ერთი თვე (4 შეხვედრა) – 120 ლარი;
და-ძმების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;
პანდემიის გათვალისწინებით პროგრამა ადაპრიტებულია როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სწავლებისათვის. ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში მეცადინეობები ჩატარდება ზუმის მეშვეობით და ბავშვებს კვირაში 1-ხელ მიეწოდებათ პროგრამის მასალები. პირისპირ სწავლების დროს, კარგ ამინდში, პროგრამა ჩატარდება ღია სივრცეში - კრიტიკული აზროვნების სკოლის ეზოში;
პროგრამის დაწყებამდე და დასრულებისას მოხდება ბავშვების უნარების შეფასება. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და შეფასების დამადასტურებელი ფორმა;
სასკოლო მზაობის კურსი - PRESCHOOL: ლოგიკური აზროვნება
მიზნობრივი და შემოქმედებითი თამაშები, ლაბირინთები, რებუსები, გამოცანები, მათემატიკური ამოცანები.
კურსი ემსახურება ბავშვებში ცნობისმოყვარეობის და ინტერესის განვითარებას. კურსი ხელს უწყობს:
· ლოგიური აზროვნების განვითარებას;
· მათეატიკური უნარების განვითარებას;
· მსჯელობის უნარის განვითარებას;
· სივცრეში ორიენტაციის განვითარებას;
· კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
· წარმოსახვის განვითარებას;
· შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
· გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას;
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ - შაბათს;
პროგრამა მოიცავს 38 შეხვედრას;
ხანგრძლივობა - 1 საათი და 15 წუთი;
ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - 10 მონაწილე;
ფასი - ერთი თვე (4 შეხვედრა) – 120 ლარი;
და-ძმების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;
პანდემიის გათვალისწინებით პროგრამა ადაპრიტებულია როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სწავლებისათვის. ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში მეცადინეობები ჩატარდება ზუმის მეშვეობით და ბავშვებს კვირაში 1-ხელ მიეწოდებათ პროგრამის მასალები. პირისპირ სწავლების დროს, კარგ ამინდში, პროგრამა ჩატარდება ღია სივრცეში - კრიტიკული აზროვნების სკოლის ეზოში;
პროგრამის დაწყებამდე და დასრულებისას მოხდება ბავშვების უნარების შეფასება. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და შეფასების დამადასტურებელი ფორმა;
მისამართი: დიდი დიღომი, მესამე მ/რ, ჰაინრიხ კლაპროთის ქ. 30
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 58 85 19